ძალიან გთხოვთ, ნუ დავპანიკდებით, რადგან კორონავირუსმა, ამ პანდემიის დროს ძალიან ბევრი მუტაცია განიცადა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„იყო ძალიან მსუბუქი მუტაციები, არის ასევე მუტაციები, რომლებსაც მეტი ყურადღება ექცევა, სწორედ ეს ხუთი მუტაცია: ბრაზილიური, სამხრეთ-აფრიკული, ბრიტანული, ინდური და კიდევ არის რამდენიმე, რომლებზეც მეტი დაკვირვება მიმდინარეობს,. ძირითადად, როდესაც პირველი გამოჩნდა გასულ სექტემბერში, ბრიტანული მუტაცია, რომელმაც მეტი ყურადღება მიიქცია, მაშინ ითქვა და დადასტურებულია, რომ ის შედარებით უფრო ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. დაახლოებით ამ ტიპის გახლავთ ინდური შტამიც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.