“ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დაიქირავეს აუდიტი, რომლის მუშაობის შედეგებსაც Facebook-ის საშუალებით გაასაჯაროვებენ.
„აუდიტის დასკვნა კვირას მზად იქნება და გამოვაქვეყნებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი დაფინანსების საკითხი სპეკულაციის საგანი გახდა, საზოგადოებამ ეს ყველაფერი რომ იცოდეს და ამ ნაწილში, კითხვები არ იყოს, ვფიქრობთ, რომ ამ ფორმით, ყველაფერს პასუხი გაეცემა“, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.