ერთხელ მლოცველთა ჯგუფი წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილთა თაყვანისსაცემად ის-ის იყო მირონისკენ უნდა გამგზავრებულიყო, რომ გემთან მივიდა ქალი და მგზავრებს სთხოვა, რომ მისი ზეთი წაეღოთ წმ.ნიკოლოზის კანდელში ჩასასხმელად. მგზავრება გამოართვეს ქალს ბოთლი და გზას გაუდგნენ. ქალის სახე კი ეშმაკს მიეღო, რადგან მლოცველთა დაღუპვა სურდა. გამგზავრებიდან მეორე დღეს ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ნაფოტივით ახეთქებდა ხომალდს აქეთ-იქით. ასე გაგრძელდა კარგა ხანს. მგზავრებმა უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ უეცრად ზღვაში დაინახეს წმ. ნიკოლოზი, რომელიც პატარა ნავით მშვიდად მიცურავდა მათკენ. როცა იგი გემს მიუახლოვდა დაიძახა:
- გადააგდეთ ზღვაში ის ბოთლი, ქალმა რომ გამოგატანათ, რადგან იმ ქალის სახით ეშმაკმა ჯადო შემოგატყუათო.
მაშინვე შეასრულეს წმინდანის ნება. ამოვარდა საშინელი ალი და აუტანელმა სუნმა აავსო ჰაერი, ზღვიდან კი ამოხეთქა მდუღარე წყალმა. ზღვაოსნები შეშინდნენ, მაგრამ წმინდა ნიკოლოზმა გაამხნევა ისინი. მალე ზღვა ჩაწყნარდა და ხომალდი ზურგის ქარმა გააქროლა. დაუბრკოლებლად მიაღწიე ლუკიის ნაპირებს, მირონში მისულებმა სასწაულებრივად გადარჩენილმა მოგზაურებმა მადლობა და დიდება შესწირეს წმინდანს.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.