„ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. ამასთან, მშენებლობის მოწინააღმდეგეები პერმანენტულ აქციებს მართავენ.
გარემოსდამცველი, კახა ბახტაძე „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას განმარტავს, რაზე კეთდება აქცენტი, უმთავრესად, საზოგადოებაში.
„რა თქმა უნდა, გარემოზე ზეგავლენა ამ ჰიდროელექტრო სადგურს ექნება და ეს ზეგავლენა იქნება ძალიან დიდი, თუმცა, აქ მხოლოდ ეკოლოგიურ ზემოქმედებაზე არ არის საუბარი. აქ უფრო მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება კონტრაქტზე, პირობებსა და სხვა მსგავს საკითხებზე, რაც დაკავშირებულია ამ ჰესის მშენებლობასთან.
ცხადია, ხეობა დაიტბორება. ის არის მნიშვნელოვანი ხეობა, სადაც ანთროპოგენური ზემოქმედება არ არის. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რაიმე განსაკუთრებული – იგივე ბიომრავალფეროვნების მხრივ – განსაკუთრებული სახეობები არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, რადგან ანთროპოგენული ზემოქმედება არ არის, მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, რადგან შესაძლოა, ის სათანადოდ შესწავლილიც კი არ არის“, – ამბობს კახა ბახტაძე.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ