ბოლო მონაცემებით, ფინეთის მოსახლეობის მხოლოდ 0.08 პროცენტს არ აქვს საკუთარი სახლი
ქვეყნის ხელისუფლებამ კი პირობა დადო, რომ 2027 წელს არც ერთი მოქალაქე უსახლკარო აღარ იქნება
10 წლის განმავლობაში ფინეთში 1/3-ით შემცირდა უსახლკაროების რაოდენობა და მსოფლიოში უნიკალურ მაგალითად გვევლინება იმის მხრივ თუ როგორ შეიძლება ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის მოგვარება.
სხვადასხვა ორგანიზაციების მონაცემების თანახმად, რომლებიც უბინაო ადამიანებს ეხმარებიან, 2017 წელს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში უსახლკაროების ზრდა შეინიშნებოდა, ერთი ქვეყნის გარდა. ეს სასიამოვნო გამონაკლისი სწორედ ფინეთი იყო. დღესდღეობით ფინეთში 5 500 უსახლკაროა აღრიცხული (ქვეყნის მოსახლეობა – 5.5 მლნ. ადამიანი). ამასთან ერთად, ქუჩაში მცხოვრები ადამიანი სულ რაღაც რამდენიმე ასეულია, რადგანაც სხვები დროებით მეგობრებთან და ნათესავებთან მუშაობენ.