დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში აცრილი ადამიანები ევროპაში ჩვეულებრივ იმოგზაურებენ. ამის შესახებ მან მედია ვებინარზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ მიიღებენ მოქალაქეებს, რომლებიც ჯანმო-ს მიერ რეგისტრირებული ვაქცინებით იქნებიან აცრილნი.
ამირან გამყრელიძის თქმით, სრულად ვაქცინირებული მოქალაქეები საქართველოშიც უპრობლემოდ შემოვლენ.
„თუმცა ვაქცინაციის მიუხედავად, ევროპის ქვეყნები დიდ ყურადღებას აქცევენ ნეგატიურ PCR-ტესტს“, – აღნიშნა NCDC-ის ხელმძღვანელმა.