საზოგადოებისთვის უკვდავები არიან ადამიანები, რომლებმაც შექმნეს დიდებული მემკვიდრეობა. მათ შორისაა რეზო გაბრიაძე, რომელმაც საკუთარი გულშემატკივარი რამდენიმე დღის წინ დატოვა. თუმცა, სიცოცხლის წლებში მან შექმნა გენიალური საგანძური, რომლებსაც თაობები შეიყვარებს.
მხატვარმა, მწერალმა, თეატრისა და კინის რეჟისორმა საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო რამ შექმნა – 1981 წელს მან ძველ თბილისში ააშენამარიონეტების თეატრი და ამით დიდი ოცნება აიხდინა.
„ჩემი ოცნება ასრულდა. მე დავუბრუნდი ფერწერასა და ქანდაკებას. უკვე სამუდამოდ მადლობელი ვარ ბედის, თოჯინების და იმ პატარა კოლექტივის, რომელიც დაშარიშურობს ძველი შენობის კუნჭულებში“… ეს სიტყვები სწორედ მას ეკუთვნის.
მოცულობით მცირე, რვა ათეულ მაყურებელზე გათვლილ თეატრს სული მთლიანად რეზო გაბრიაძემ ჩაუდგა. ის გახლდათ ავტორი პიესების, თოჯინების…გარდა იმისა, რომ მარიონეტების თეატრი ქართველებისთვის გახდა დიდად საამაყო, მან სახელი მსოფლიოს მასშტაბით გაითქვა, ასახელა ქვეყანა და დღემდე არაერთი პრიზი დაიმსახურა.
სულ რაღაც 11 წლის წინ მარიონეტების თეატრის დიდებულმა ავტორმა თეატრის გვერდით ააშენა „საათიანი კოშკი“. აქ ერთი პატარა სანახაობაა – ყოველ სრულ საათზე მოხატული კარიდან გამოდის ანგელოზი და პატარა ჩაქუჩით ზარს რეკავს. ეს ტურისტებისთვის გამორჩეულად საინტერესო სანახავია.
„კოშკის მშნებელობა, რომ დავიწყე, თითქოს,დამსვეს რაღაც მანქანაზე, რომელიცმოგზაურობს დროში. ასე აღმოვჩნდი სადღაც X-XIII საუკუნეში, შორეულ და ზრაპრულბიზანტიაში. კოშკი უნდა ჩაწერილიყოარსებულ დროსა და სივრცეში“, – ამბობდა გაბრიაძე კოშკის მშენებლობის შესახებ.
მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი, 35-ზე მეტი ფილმის ავტორი, რეზო გაბრიაძე 6 ივნისს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ