აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონისოფიციალური გახსნის თარიღად უკვე გამოცხადდა 15 ივნისი.
გადაცემაში “ბიზნეს პარტნიორი” აჭარის ტურიზმისდეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ ისაუბრა. მან ყურადღება უსაფრთხოებასა დათითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაზეგაამახვილა.
“მნიშვნელოვანია, რომ წელს ტურისტული სეზონისგახსნა ტარდება სიმბოლურად, ეს აუცილებლად უნდააღინიშნოს, რადგან, პანდემიიდან გამომდინარე, მასშტაბური ღონისძიებები ვერ იგეგმება და, ძირითადად, აქცენტი წერტილოვან ღონისძიებებზეგაკეთდა. ასევე, უნდა აღინიშნოს ის, რომ წელსტურისტული სეზონი გახსნა გულისხმობს ძალიან დიდპასუხისმგებლობას როგორც სახელმწიფოს, ასევე, კერძო სექტორის, მეწარმეების, ნებისმიერიმოქალაქის, ვიზიტორის მხრიდან, რადგან პანდემიისპერიოდში გვიწევს ეკონომიკური საქმიანობებისაღდგენა და მნიშვნელოვანია წესებისა დარეგულაციების დაცვა, რათა უსაფრთხოდვუმასპინძლოთ ვიზიტორებს“, – განაცხადა ზოიძემ.
“მთავარი მიზანი ამ ღონისძიებისა არის, რომ ჩვენგამოვაცხადოთ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მზაობატურისტული ნაკადების მისაღებად, რაც დღესგულისხმობს იმას, რომ რეგიონში არის განთავსებისადა კვების ობიექტები, მუზეუმები, სხვა სერვისებისმიმწოდებლები. ჩვენ მოვახდენთ ინფორმირებსასშიდა და საერთაშორისო მოგზაურობის და ვამცნობთმათ, რომ აჭარის რეგიონი მზად არის, პანდემიისპერიოდში უმასპინძლოს ვიზიტორებს“, – აღნიშნათინათინ ზოიძემ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმავიზიტორებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენკიდევ ერთხელ მოუწოდა.
“სეზონის დაწყებამდე შრომის ინსპექტირებისსამსახურის მხრიდან იყვნენ ჩვენთან ჩამოსულიკონკრეტული წარმომადგენლები, რომლებმაც ყველამუნიციპალიტეტში უშუალოდ უპასუხეს ყველა იმკითხვას, რაც დღეს უსაფრთხოებასთან არისდაკავშირებული. მთავარი მესიჯი, რაც ჩვენ წელსვიზიტორების მიმართ გვაქვს, არის შემდეგი – მათვეუბნებით, რომ თუ თქვენ დაიცავთ დისტანციას, წესებს, ჩვენ ადგილზე გახვედრებთ ობიექტებს, სადაც მაქსიმალურად არის დაცული ისრეგულაციები, რაც ადგილზე გვჭირდება ჩვენ, რათაუსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ. რა თქმა უნდა, გარანტიები არ არსებობს, რადგან, ვირუსისმახასიათებლებიდან გამომდინარე, ყოველ ორკვირაში იცვლება სიტუაცია და მნიშნელოვანია, გავიზიაროთ ის პასუხისმგებლობა, რაც ამყველაფერს ახლავს. ძალიან მნიშნელოვანია, სწორად აღვიქვათ, რომ რისკები არის დაპასუხისმგებლობა ყველა მხარეს აქვსგადანაწილებული, არსებობს რეაგირების გეგმაც“, – განმარტა თინათინ ზოიძემ გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ