სულ რამდენიმე წელია, რაც პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა თავის საქმიანობას აქტიურად ახორციელებს, დასაქმებულები, როგორც წესი, მას კონსულტაციებისთვის მიმართავენ. რა იციან დასაქმებულებმა თავიანთი უფლებების შესახებ და რა არის ის ძირითადი პრობლემები, რომლებსაც მოძრაობის წარმოამდგენლები საკუთარი საქმიანობის განხორცილებისას აწყდებიან – “თბილისი თაიმსს” პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენელი, ლიკა ჯოხაძე ესაუბრა.
“ორგანიზაცია აქტიურად 2017 წლიდან არსებობს. ვმუშაობთ შრომითი უფლებების თემაზე. ჩვენ აქტიურად გვიწვეს, კონსულტაციები გავუწიოთ დასაქმებულებს, რომლებიც გვწერენ და გვეკითხებიან შრომით უფლებებსა და პირობებზე. ჩვენი ძირითადი მიმართულება სწორედ ეს არის”, – აღნიშნავს ლიკა.
ის განმარტავს, რა შემთხვევაში უკავშირდებიან მათ დასაქმებულები.
“დასაქმებულები ჩვენ ძალიან ბევრ თემაზე გვწერენ. ეს არის სამსახურიდან გათავისუფლებით დაწყებული, შვებულების მიღების თემით დასრულებული. დასაქმებულთა დიდი ნაწილი შრომის კოდექსს მინიმალურადაც არ იცნობს. შესაბამისად, უწევთ თითქმის ყველაფრის დაზუსტება ჩვენთან”, – განმარტავს პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენელი “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ