ბოლო პერიოდში მედიასაშუალებებში ვრცელდებაინფორმაცია, რომ ბიზნესის არაერთი მიმართულებაკადრების დეფიციტს განიცდის. რა გახდა ჩვენსქვეყანაში ამის მიზეზი და რომელი ბიზნესიაღმოჩნდა უფრო მეტად მძიმე მდგომარეობაში – საკითხის შესახებ “თბილისი თაიმსს” ეკონომიკისექსპერტი, იოსებ არჩვაძე ესაუბრა.
“ზოგადად, საქართველოში ბიზნესს დალხენილიმდგომარეობა თითქმის არასდროს ჰქონია. განსაკუთრებით, კოვიდპანდემიის პირობებში სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა. გასულიწლის პირველ თვეებში თითქოს საფრთხეს არაფერიმოასწავებდა, მაგრამ მდგომარეობა შეიცვალა.
თუკი ბიზნესში გამოთავისუფლდება სამუშაოადგილები, ბევრი ან უმუშევარი რჩება ანსაქმიანობის სხვა ფორმას მისდევს, ანუ, მაგალითად, მეწარმედან გადადის დაქირავებულთა კატეგორიაში. ბოლო, პანდემიის პერიოდში სამედიცინომომსახურებით დაკავებულ პირთა რაოდენობა, დისტანციურ მომსახურებაში ჩართულ პირთარაოდენობა გაიზარდა – ისინი არ არიანბიზნესმენები, ისინი არიან დაქირავებულიადამიანები, რომლებიც კონკრეტულ სამუშაოს, მომსახურების ამა თუ იმ ფორმას ახორციელებენ“, – აღნიშნავს არჩვაძე.
მისი განმარტებით, მცირე და საშუალო ბიზნესიგანსაკუთრებით დიდი გამოწვევების წინაშეაღმოჩნდა.
“განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდასაშუალო და მცირე ბიზნესი, სადაც ბრუნვა მცირებიზნეში შემცირდა თითქმის ერთი მეოთხედით – გასულ წელს, საშუალო ზომის ბიზნესში კი, დაახლოებით, 11 პროცენტით. შედარებით უკეთესმდგომარეობაში აღმოჩნდა მსხვილი ბიზნესი, თუმცა, ეს ყველაფერი მაინც შეფარდებითია.
შეიძლება ითქვას, 2020 წელი, სხვა მრავალასპექტთან ერთად, ატიპიური იყო სწორედ ბიზნესისწინსვლის თვალსაზრისით. იმედია, 2021 წელიუკეთეს შედეგებს მოიტანს“, – განაცხადა იოსებარჩვაძემ “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ