როდესაც ჩვენ რაიმე ახლის შეძენის გადაწყვეტილებას ვიღებთ, მეტნაკლებად, გვსურს, ეს იყოს გამორჩეული და საკუთარი იდეის, შინაარსის მატარებელი. სწორედ ამიტომ, ვეძებთ იმას, რაც, საბოლოოდ, ჩვენთვის საინტერესოა.
BlueTabla არის კომპანია, სადაც თითოეულ ნივთს აქვს მიზეზი, რის გამოც იქმნება და ისტორია, რასაც ის ყვება.
დეტალებზე „თბილისი თაიმსს“ კომპანიის დამფუძნებელი, ნინო შარაშენიძე ესაუბრა.
BlueTabla არის კომპანია, რომელიც ქმნის ქართული კულტურითა და ისტორიით შთაგონებულ, სახლის დეკორეატიული ნივთებსა და აქსესურებს. ჩვენს მაღაზიაში შეხვედებით ქართულ ტრადიციულ ლურჯ სუფრას, ხელნაკეთ კერამიკის ჭურჭელს, აბრეშემის შარფებს, ვერცხლის სამკაულებს და ა.შ.
კომპანიის მთავარი იდეა არის, პოპულარაიზაცია გაუწიოს ქართულ კულტურასა და ისტორიას. ქართული ისტორიისა და კულტურის გადმოტანა მოხდეს მუზეუმებიდან ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა ნივთის სახით. ჩვენ გვსურს, ჩვენი პროდუქტების მეშვეობით მომხმარებლებს მოვუყვეთ საინტერესო ისტორიები“, – აღნიშნავს ნინო.
მისი თქმით, კომპანიას მომხმარებელი საქართველოს ფარგლებს გარეთაც ჰყავს.
‘ჩვენი პროდუქტის მომხარებელნი არიან როგორც საქართველოში მცხოვრები ადამიანები, ასევე,საზღვარგარეთ. Bluetabla.com არის ჩვენი ონლაინ მაღაზია, რისი მეშვეობითაც მსოფლიოს ნებისმიერიწერტილიდან არის შესაძლებელი ონლაინ ჩვენი პროდუქციის შეძენა. ასევე, amazon.com-ზეც არის განთავსებული ჩვენი პროდუქცია და ამ პლატფორმის მეშვეობითაც არის შესაძლებელი ჩვენი ნივთების შეძენა.
უახლოეს მომავალში ვგეგმავთ კიდევ ერთი მაღაზიის დამატებას თბილისში და ამ ეტაპზე სავაჭრო ცენტრებში: გალერია თბილისი, თბილი მოლი, ჰოუმარტში (ჭავჭავაძე) და ონლაინ bluetabla.ge-ზე არის შესაძლებელია ჩვენი პროდუქციის შეძენა“, – განმარტავს ნინო შარაშენიძე „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ