საქართველოს ეკლესიას დაარსების დღიდან დღევანდელ დღემდე რომის ორი პაპი ეწვია, ორივეს ვიზიტი შედგა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მწყემსმთავრობაში და მისი მასპინძლობით. პირველად პაპმა საქართველოში ფეხი 1999 წელს დადგა.
პაპი – ივანე-პავლე II
მაშინდელი პრეზიდენტი – ედუარდ შევარდნაძე
კათოლიკოს-პატრიარქი – ილია მეორე
მეორედ პაპმა საქართველოში ფეხი 2016 წელს დადგა
პაპი – ფრანცისკე I
მაშინდელი პრეზიდენტი – გიორგი მარგველაშვილი
კათოლიკოს-პატრიარქი – ილია მეორე
ისტორიის მანძილზე საქართველოს, რომეო-კათოლიკური ეკლესიის ორი მეთაური ეწვია, ორივეს საპატიო დახვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის ისტორიულ ტაძარში მოუწყო, ორივე პაპს პატრიარქ ილიასთან ერთად ანთებული აქვთ სანთლები კვართის საფლავზე, რომელიც ეკლესიის ურღვევობის სიმბოლოა.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა
წყარო: მსოფლიო საეკლესიო სიახლენი