36 წლის მამაკაცმა 14 წლის გოგონა დახრჩობას გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, თბილისში, ორთაჭალაში მოხდა.
გოგონა მტკვარში გადავარდა და ახალგაზრდა მამაკაცი მის საშველად წყალში გადახტა, თავად კი დაიხრჩო.
გმირი მამაკაცი შოთა ქარსელაძე იყო და როგორც ცნობილია, მან ცურვაც კი არ იცოდა.
მეზობლები მას უკიდურესად დადებით და მზრუნველ ადამიანად ახასიათებენ.