საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა ვარშავაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა. ირმა ხეცურიანმა, ნინო თბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა გუნდურ შეჯიბრებაში ყველა მეტოქეს აჯობეს და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. ნახევარფინალში ქართველმა პარამოფარიკავეებმა უკრაინის ნაკრები დაამარცხეს. ფინალში კი უკრაინას სძლიეს.
საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები ვარშავაში რჩება და 9-12 ივლისს, მსოფლიოს თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.