საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მაღალყოვლადსამღვდელო მელქისედეკი, ათონის წმინდა მთაზე იმყოფება.- ამის შესახებ ინფორმაციას მარგვეთისა და უბისის ეპარქია ავრცელებს
ქართველ მღვდელმთავარს ათონის წმინდა მთის დედაქალაქში, კარიესში, ათონის მთის კინოტში, ოფიციალური მიღება ჰქონდა ათონის მთის პირველთან (Πρώτος), რომელმაც სათანადო პატივით მიიღო და “ღირს არსის” ხატის ასლი უსახსოვრა ეპისკოპოს მელქისედეკს.
მეუფე მელქისედეკმა მოილოცა “ღირს არსის” ხატი, ესტუმრა ესფიგმენის მონასტრის ახალი საძმოს წარმომადგენლობას და მისი პირველი წინამძღვრის, არქიმანდრიტ ქრიზოსტომოსის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა