ტვ. პირველის ოპერატრის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შსს თანამშრომლებმა 200-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, გამოკითხულია 110 პირი, დათვალიერებულია 65 სათვალთვალო კამერა, – ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
„გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში, აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: მორფინი, კოდეინი, დეტრაჰიდროკანაბინოლი, პენტინი და მონოააცეტილმორფინი. ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშული საშუალებებით ზედოზირება. ეს დასკვნა არის შუალედური“, – აღნიშნა ჭელიძემ.