აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ნაჩქარევი არაა და სტრატეგიული პარტნიორის შეშფოთების გამომხატველი გზავნილები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.
“სანქციები ერთ-ერთი ინსტრუმენტია და აშში-ს საელჩომ, სახელმწიფო დეპარტამენტმა, ასევე სახელმწიფო მდივანმა ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადება, რომ ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ მიუხედავად მოწოდებებისა, ეს პროცესი[მოსამართლეთა დანიშვნა] დროებით შეჩერებულიყო, ასე არ მოხდა. საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა, მათ შორის მმართველმა პარტიამ, 19 აპრილის შეთანხმების თანახმად დადეს პირობა, რომ ეს პროცესი შეჩერდებოდა და პარლამენტს ჰქონდა ამის უფლებამოსილება, რომ ეს პროცესი შეეჩერებინა.
განცხადებები, რაც გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტის, საელჩოს და სახელმწიფო მდივნის მიერ, არ არის ნაჩქარევად გაკეთებული. ეს გზავნილები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შეშფოთებას გამოხატავს, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას განხილული და არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ნაჩქარევად გაგეკეთებული განცხადებები”, – განაცხადა კელი დეგნანმა.