დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ერთჯერადად ვაქცინირებული პირებიდან კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება ორჯერადად აცრილებს, ncdc-ს ხელმძღვანელი, ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან ამბობს, რომ საკითხის კვლევა მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე პირველი აცრის შემდეგ გარდაცვლილია 12 ადამიანი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით სულ 5516 ადამიანია გარდაცვლილი.