კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს გამოძიება ნიკა გვარამიას მიმართ მუქარის შემცველი განცხადების თაობაზე.
კოალიციის განცხადების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ „მთავარი არხის“ დირექტორს, „ძალადობრივი ჯგუფის წევრები ალტ – ინფოს ფეისბუკ არხის დაბლოკვის გამო სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან“.