ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით განაცხადება გააკეთა:
„შესაბამისად, იმის გამო, რომ ცალსახად ამ ეტაპზე ვამბობთ, რომ მიღებული ტრავმა სიკვდილს ვერ გამოიწვევდა. მაპროვოცირებელი შესაძლოა თუ არა ყოფილიყო ეს ტრავმა დამდგარი შედეგის ნარკოტიკული ნივთიერების მიღების ფონზე – ამ თვალსაზრისით გვჭირდება სწორედ უპირველეს ყოვლისა, ლაბორატორიული მონაცემების ნახვა, თუ რა ცვლილებებია მიკროსკოპულად შინაგან ორგანოებში და ამ მონაცემების მიღებისა და ანალიზის შემდგომ მაღალი ალბათობით დაგვჭირდება ვიწრო პროფილის ექიმ-კლინიცისტების ჩართულობა. რამეთუ ამ ეტაპზე, ბუნებრივია, ვერანაირ კატეგორიულ პასუხს მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ტრავმასა და დამდგარ შედეგს შორის ვერ ვისაუბრებ. როდესაც სრულად და ბოლომდე მივიღებთ შედეგებს, ამ ექსპერტიზაში მონაწილეობა უნდა მივაღებინოთ გამოცდილ, ცნობილ და ავტორიტეტულ ვიწრო პროფილის კლინიცისტებს. კერძოდ, ნარკოტიკების აღმოჩენასთან მიმართებაში გვაინტერესებს ნარკოტიკების ოდენობა, კონცენტრაცია“, – განაცხადა გეჯაძემ.