დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში ქორწილებისა და ქელეხების გამართვა – „მსხვერპლშეწირვას ემსგავსება“.
„იღუპებიან ჩვენი ახლობლები,მეგობრები, ნათესავები. რა გითხრათ, არ ვიცი. ადამიანი იმისთვის, რომ ქორწილში .. მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები. კონკრეტული მაგალითებიც ვიცი, უბრალოდ ვერ დავასახელებ, იმიტომ რომ ეს იქნება გარკვეული პირადი ინფორმაცია, თორემ ქელეხის შემდეგ მსხვერპლი შესწირეს გარდაცვლილს, კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა და ეს ახლახან მოხდა ერთ-ერთ რაიონში. ის ვიცი, რომ ქელეხი მოაწყეს და მერე ადამიანები დაიღუპნენ,“ – ამბობს ის.