მოსახლეობა მოეშვა, პირბადის ტარება იგივე დახურულ სივრცეში არ ხდება და დღეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ღია სივრცეში დაწესდეს რეკომენდაცია პირბადესთან მიმართებაში. ჩვენ ვიძლეოდით რეკომენდაციას, რომ ღია სივრცეებში, სადაც ადამიანთა გარკვეული რაოდენობა იკრიბება, კოლექტიური შეკრებაა, აუცილებელი ყოფილიყო პირბადის ტარება. დღეს, ამის შესახებ გადაწყვეტილება არის, შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და ალბათ, შესაბამისი ცვლილებები შევა განკარგულებაში“, – განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ამის თაობაზე რეკომენდაციები მალე შემუშავდება.
დღეს იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ იგივე ღია სივრცეებში დაწესდეს პირბადესთან მიმართებაში რეკომენდაცია, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ მთავარ რეკომენდაციებად აცრა და პირბადის ტარება რჩება.
საქართველოს მთავარმა ეპიდემიოლოგმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ იცავს სპეციალისტების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია აცრა და პირბადის ტარება, რისთვისას აღსრულების კონტროლის გამკაცრებაც მოითხოვა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 26 პაციენტი გარდაიცვალა.