ალბათ, შეუძლებელია, დაგავიწყდეს, რომელი წიგნი წაიკითხე პირველად – ეს ხომ პირველი თავგადასავალია, რომელიც ჩვენთვის საწყისი ეტაპია წიგნების უსაზღვრო სამყაროში მოსახვედრად.
ცხადია, ამ მხრივ გემოვნება დროთა განმავლობაში ყალიბდება. გადის დრო, ჩვენ ვეცნობით მწერლებს, ჟანრებს, ქვეყნებს და აშკარა ხდება მიმართულება, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით ახლობელია.
თუმცა, არსებობს ნაწარმოებები, რომლებიც ბავშვებისთვის გამორჩეულლად საინტერესოა და სწორედ ეს ხდება მათი პირველი საკითხავი.
მაგალითად,
“გულივერის მოგზაურობა” – თავგადასავალი, რომელიც ლემუელ გულივერს მწერლის მიერ გამოგონილ სამყაროში გადახდა. გულივერი ლილიპუტების კუნძულზე იღვიძებს.
“პეპი გრძელიწინდა” – პატარა გოგონა, რომელსაც თან ცხენი და მაიმუნი ახლავს. მხიარული “გრძელიწინდა”, რომელსაც სხვა ბავშვებისგან ის გამოარჩევს, რომ ძალიან უშიშარია.
“სახურავის ბინადარი კარლსონი” – ამბავი პროპელერიანი კარლსონის შესახებ. ბიჭუნასთან სტუმრობის შემდეგ, იწყება თავგადასავლები, რომლებიც მხიარულია და რომელსაც თან დიდი მეგობრობა ახლავს.
“პინოქიოს თავგადასავალი” – ბიჭუნა მარტოხელა მოხუცმა ხისგან გამოთალა. პინოქიოს ტყუილები უყვარს, რის გამოც ისჯება – რაც უფრო მეტ ტყუილს ამბობს, ცხვირი მეტად ეზრდება.
“განძის კუნძული” – მეკობრეების მიზანი ძველი ზანდუკია. მასში განძის კუნძულის რუკაა. წიგნი მოგვითხრობს ამბავს, რომელიც ფათერაკებითაა სავსე.
“მაუგლი” – ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები და ცხოველები საერთო გარემოში. მეტიც, ისინი ერთმანეთის მეგობრები არიან.
“საიდუმლო კუნძული” – წიგნი ბავშვებისთვის, და არამარტო, რომელიც ძალიან “ჩაგითრევთ” თავგადასავალში და გახდებით გულშემატკივრები ტყვეობიდან გამოქცეული ინჟინერის, სმიტის შესახებ, რომელსაც თან მეგობრები ახლავს.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ