შსს-მ ძებნილი ბანგლადეშის მოქალაქე დააკავა. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული, თბილისში დროებით მცხოვრები ბანგლადეშის მოქალაქე ჯამალ ჰ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ 2012 წლის 9 აპრილიდან სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის – ავტომანქანის ქურდობისთვის იძებნებოდა.
ამჟამად დაკავებული სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაშია გადაყვანილი.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 177-ე მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილებით, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
05.11.13
Discussion about this post