ამბობენ, რომ „ლამბდა“ შტამს აქვს განსხვავებული თვისებები და რიგ შემთხვევებში მიმდინარეობს უფრო მძიმედ, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ლამბდა“ შტამი ჯერ მხოლოდ პერუშია გავრცელებული და მასზე კლინიკური კვლევები ჩატარებული არ არის.
„ლამბდა შტამი სულ ახალია, პერუშია ჯერ მხოლოდ. საბედნიეროდ, ინდურისგანგანსხვავებით, სხვაგან ჯერ არ გავრცელებულა. სადღაც გავრცელდა, მაგრამ არა ჩვენს სიახლოვეს. ამიტომ ჯერ მასზე ცნობები არ არის. რომ ნახონ, რომელი ვაქცინაა ეფექტური „ლამბდაზე“ ან ნებისმიერი სხვა ახალ შტამზე, მინიმუმ ორი კლინიკური კვლევა უნდა ჩატარდეს… ამბობენ, რომ საშიშია, ამბობენ, რომ ინდურზე არანაკლებ საშიშია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.