განათლების სფეროში მასწავლებლების კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ერთერთი აქტუალური საკითხია. რა არის მიზეზები, რის გამოც მოქმედი მასწავლებლების გარკვეული ნაწილი ვერ ახერხებს ბარიერის გადალახვას და რომელია ის საგნები, რომლებიც მათთვის სირთულეს წარმოადგენს – ამის შესახებ “თბილისი თაიმსს” ექსპერტი განათლების საკითხებში, გიორგი გახელაძე ესაუბრა.
“ჩაუბარებლობის ძირითადი მიზეზი გახლავთ არცოდნა. რაც არ იციან, იმას ვერ აბარებენ. ეს ტენდენცია წინა წლებშიც შეიმჩნეოდა – მოთხოვნილი ცოდნა, რაც გამოცდის ჩასაბარებლად არის საჭირო, შედარებით ასაკობრივი მასწავლებლებისთივს სირთულეა, თუმცა, ცხადია, ეს ყველაზე არ ვრცელდება. მე პირადად ვიცნობ მასწავლელბელს, რომლებიც შაუახანს გადაცილებულები არიან და კარგად აბარებენ და პირიქით – არიან ახალგაზრდები, რომლებიც ვერ აბარებენ.
წლევანდლამდე, იყო ტენდენცია, რომ უფრო მეტად უჭირდათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ჩაბარება – უმეტესად, ფიზიკის მაწავლებლებს. საზოგადოებრივ მეცნიერებებს რაც შეეხება, ისტორიის გამოცდა უჭირდათ ხოლმე”, – განმარტავს გახელაძე.
როგორც ის აღნიშნავს, თითოეულ საგანში გამოყოფილი დრო მასწავლებლებისთვის საკმარისია.
“რაც შეეხება განსაზღვრულ დროს. რაც არის გამოცდისთვის გამოყოფილი, საკითხების შესაბამისად რაც მოეთხოვებათ, აბსოლუტურად საკმარისია. დროის სიმცირე ნამდვილად არ არის ობიექტური მიზეზი”, – ამბობს ექსპერტი.
“გასული წლიდან მოყოლებული, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე დაშვებულნი არიან ის ახალგაზრდები, რომლებსაც დამთავრებული აქვთ შესაბამისი მიმართულების საბაკალავრო საფეხური ან დაწყებითი კლასების მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო პროგრამა. ამან შედეგების საერთო სურათი პოზიტიურად შეცვალა. ოდნავ გაუმჯობესებუბული შედეგები სხვადასხვა საგანში არის სწორედ ამ დამატებითი აპლიკანტების შედეგად,
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წლევანდელ გამოცდაზე გარკვეულ გავლენას იქონიებდნენ მაძიებლები. როგორც ვიცით, გასული სასწავლო წლის დასაწყისიდან მოყოლებული მაძიებლობის პროგრამა მოქმედებდა. უკვე ზაფხულში, პროგრამის დასასრულ, ვინც წარმატებით გაიარა მაძიებლობის პროგრამა, დაშვებულ იქნენ კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე”, – განაცხადა გიორგი გახელაძემ “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.