გიორგი კეკელიძის შემოქმედების მოყვარულთათვის მორიგი სიახლეა – მწერლის „თომას ზღაპრები“ კანადაში დაიბეჭდება.
აღნიშნული მომდინარე წელს მოხდება.
„ეს არის რუტინილი პროცესი, როდესაც შენი ტექსტით ინტერესდებიან, თარგმნიან და შემდეგ უკვე წარადგენენ, ეძებენ გამომცემლებს.
ნაწილს საქართველოს კულტურის სამინისტრო აფინანსებს, ნაწილს კი – საკუთრივ გამომცემლობა“, – აღნიშნავს გიორგი კეკელიძე „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, „თომას ზღაპრები“ დაიბეჭდა თურქეთში, საფრანგეთში, ჩინეთში, გერმანიასა და იტალიაში. თუმცა, კოვიდპანდემიის გამო, ზოგან პრეზენტაცია ვერ მოხერხდა – მაგალითად, ჩინეთსა და იტალიაში.
„თომას ზღაპრები“ – ამბავი პატარა ჯუჯის შესახებ, რომლის წაკითხვაც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის სიანტერესოა.