ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ აცრა სავალდებულოა და ამის დასტურად გრაფიკას აქვეყნებს, რომელზეც აღწერილია რა განსხვავებაა აცრილებსადა აუცრელებს შორის.
„ორი მეტად საინტერესო გრაფიკი, რომელიც აჩვენებს რა აზრი აქვს აცრებს, განსაკუთრებით როცა დელტა შტამი მუსირებს ქვეყნებში. აქვე დავძენ რომ გარდა აცრებისა, ყველა წესის დაცვაც არის საჭირო, რაზეც საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა.
პირველი გრაფიკი გვიჩვენებს თუ როგორ მოიმატა შემთხვევებმა დელტა შტამის გამო სან დიეგოში, ივნისის შუა რიცხვებიდან, და რამხელა განსხვავება შემთხვევებში აცრილებსა და აუცრელებს შორის
მეორე გრაფიკი კი აჩვენებს თუ როგორ დაეცა კოვიდ სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაერთიანებულ სამეფოში, მასობრივი აცრების და იმუნური ფენის შექმნის შედეგად.
კიდევ კარგი სხვა ქვეყნები მაინც აკეთებენ ინფორმაციის შეგროვებას და ანალიზს!!!“,- წერს ზაზა წერეთელი.

