აგათა კრისტი ძალიან ბევრისთვის არის საინტერესო მწერალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი წიგნების, ისტორიების, გმირების მოყვარულთა რიცხვი სამყაროში უსასრულოა. მწერალმა საკუთარი ცხოვრების მანძილზე ნაყოფიერი წლები განვლო. არსებობს ფაქტები, რაც მისი დეტექტივების მოყვარულებმა უნდა იცოდნენ.
მაგალითად, მრავალ დეტექტიურ შედევრთან ერთად, აგათამ საკუთარი ავტობიოგრაფიაც დაგვიტოვა. მრავალი ამბავი და ფაქტი მოიცავს მის ცხოვრებას – ბავშვობის ასაკიდან მოყოლებულს. ბავშვობა კი, უნდა ითქვას, რომ მწერალს საუცხოო ჰქონდა.
ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ გენიალური მწერალი იდეალურ გარემოში იზრდებოდა. მუდამ ეიმედებოდა მშობლები, გარშემომყოფები და სწორედ ამ ეტაპიდანვე იწყებოდა მისი სახელის უკვდავყოფა. დახვეწილი მანერების, კარგად აღზრდილი, განათლებული გოგონა წლების შემდეგ მთელს მსოფლიოს შეაყვარებს თავს.
ვისაც მისი თუნდაც ერთი ნაწარმოები აქვს წაკითხული, ცხადად დაინახავს, რომ მის წარმოსახვას, ამბის განვითარების უნარს შეუძლებელია, ჰქონდეს დასასრული. ეს გახლავთ მახასიათებელი, რომელიც მწერალს უკვე მცირე ასაკიდანვე გამოარჩევდა. დროდარდო, აგათას ეს უნარი კიდევ უფრო განვითარდა, დაიხვეწა და საკუთარ გულშემატკივარს დეტექტივების სახით შემორჩა.
როგორც ცნობილია, აგათა კრისტი მხოლოდ ხუთი წლის იყო, როდესაც წიგნებით დაინტერესდა და მათი შეცნობის უდიდესი წყურვილი გაუჩნდა. მოხერხებულ გარემოში, წიგნების გარემოცვაში მას გაუჩნდა შესაძლებლობა, შეეტყო ამბები, ჩამოყალიბებოდა დამოკიდებულებები და დაენახა, რამდენად უკიდეგანოა სამყარო. სწორედ ეს გარემოცვა დაეხმარა, დაეწერა საკუთარი ამბები და განევითარებინა მოულოდნელობებით სავსე ისტორიებით.
განსაკუთრებული ინტერესი მან მათემატიკის მიმართ გამოხატა. ეძებდა, ანგარიშობდა, ფიქრობდა, კითხვებზე პასუხებს იღებდა – დიახ, ასეთი უნდა იყოს მწერალი, რომელიც ქმნის დეტექტივებს. სწორედ ამიტომაა, რომ ამ გენიალური მწერლის ნაწარმოებები მუდმივად გვაოცებს საკუთარი ხარისხით, განვითარებით და მეტიც – მუდამ გულს გვიჩქარებს.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ