როდესაც ჩვენ ამა თუ იმ მწერლის ნაწარმოებები მოგვწონს, ვცდილობთ, ავტორის შესახებ მეტი შევიტყოთ. დროთა განმავლობაში, ისეთ ფაქტებს გავიგებთ ხოლმე, რომლებიც მანამდე არ გვსმენია. თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა შემოგვინახა ავტობიოგრაფია და მოყვა ყველაფერი ის, რაც ისურვებდა, რომ საკუთარ მკითხველს სცოდნოდა.
გაბრიელ გარსია მარკესი, “იცხოვრო, რომ მოყვე” – ავტორმა ის 2002 წელს გამოაქვეყნა და ეს გახდა პირველი ნაწილი მისი ავტობიოგრაფიული ნაშრომისა.
აგატა კრისტის ავტობიოგრაფია – ნაწარმოების უდიდესი ნაწილი მის საოცარ, სიყვარულით სავსე ბავშვობას ეთმობა.
ერნესტ ჰემინგუეი, “განუყრელი დღესასწაული” – აღნიშნული ნაწარმოები ბევრად მეტს გვიყვება ჰემინგუეის, დიდი მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
სტივენ კინგი, “როგორ დავწეროთ წიგნები”, სადაც მწერალი იძლევა რჩევებს, როგორც უნდა დაიწეროს წიგნი – “თუ გსურთ, იყოთ მწერალი, ორი რამის გაკეთება გჭირდებათ – ბევრი კითხვა და ბევრი წერა”.
შეუძლებელია, ცალკე არ აღინიშნოს “ანე ფრანკის დღიური” – 13 წლის ებრაელი გოგონას, ანე ფრანკის მიერ დაწერილი ფურცლები. სავე ემოციებით, შიშით, იმედით, უიმედობით… ის პირველად 1947 წელს დაიბეჭდა.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ