აშშ-ის ორი უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიის, Disney-სა და Walmart-ისთანამშრომლობისთვის კორონავირუსისსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, Disney აუცრელთანამშრომლებს ვაქცინაციისთვის 60 დღეს აძლევს. ამასთან, კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ, ოფისებში დაბრუნებამდე აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ.
Walmart-ი კი აცრილ თანამშრომლებს 150 დოლარის ოდენობის ბონუსსა და სამდღიან დასვენებას შესთავაზებს. ამასთან, თანხას კომპანიის ახალი თანამშრომლებიც მიიღებენ, რომლებმაც აცრა Walmart-ში დასაქმებამდე გაიკეთეს. Walmart-ის თანამშრომლები 4 ოქტომბრამდე უნდა აიცრნენ.
მანამდე თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო კიდევ ერთმა ამერიკულმა კომპანიამ Netflix- მა გახადა . ამის მიზეზად კი ქვეყანაში კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელება გახდა.