შოთა ქარსელაძე, რომელმაც გოგო მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა და თვითონ გარდაიცვალა „სამოქალაქო თავდადებისათვის“ პრეზიდენტმა დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო შოთა ქარსელაძის დედას, მარინა გარსევანიშვილს გადასცა.
„2021 წლის 3 ივლისს ქ. თბილისში, მდინარე მტკვარში ადამიანის გადარჩენისას გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისათვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისათვის შოთა ქარსელაძე დაჯილდოვდეს მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ (სიკვდილის შემდეგ)“, – წერია პრეზიდენტის განკარგულებაში.