განცხადებით, თვითან თვემდე ვხედავთ, თუ რამდენად გასაოცარი ციფრებია ეკონომიკური ზრდისა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
„ზრდის პერსპექტივას არამარტო მე ვხედავ, არამედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ვინც თქვა, რომ ადრე ფიქრობდნენ, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა წელს სულ 3,5 პროცენტი იქნებოდა, ახლა თამამად ამბობენ, რომ ორჯერ მეტი იქნება – 7,8 პროცენტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიძლება ორნიშნაც იყოს, რადგან თვიდან თვემდე ვხედავთ, რამდენად გასაოცარი ციფრებია ეკონომიკური ზრდის.აქ ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ჩვენი სწორი, დაბალანსებული პოლიტიკა”, – განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.