ბოლო 24 საათში კორონავრუსით ინფიცირების 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცლებს. ახალი ინფიცირების მსგავსი მაჩვენებელი ქვეყანაში მანამდე არ დაფიქსირებულა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, Covid-19-ით ბოლო 24 საათში 3539 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაიცვალა 47 ადამიანი.
ყველაზე მეტი ახალი ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა – 2 540 პირი, შემდეგ მოდის აჭარა 810 ახალი შემთხვევით, შემდეგ კი იმერეთი – 782.
17 აგვისტოს სრული სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 490462 , ბოლო 24 საათში – 6208
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 429190 , ბოლო 24 საათში – 3539
მათ შორის გარდაცვლილი – 6483 , ბოლო 24 საათში – 47
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 47872, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33873, PCR ტესტით – 13999
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 12,97%, ბოლო 14 დღის – 10,63%, ბოლო 7 დღის – 11,14%
სულ აცრილია – 831815, დღიურად აცრილია – 25083
კარანტინის რეჟიმში – 79
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6965
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 3481