HR მენეჯერებისა და კანდიდატებისთვის სიახლეა – ხელმისაწვდომია პლატფორმა, www.gasaubreba.ge. კანდიდატების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. დეტალურად, რას ითვალისწინებს აღნიშნული პროექტი, რა შეთავაზებები და უპირატესობები აქვს მას – საკითხის შესახებ “თბილისი თაიმსს” HR hub-ის დამსაქმებელი და დირექტორი, ანა ნავდარაშვილი ესაუბრა.
“gasaubreba.ge გახლავთ HR hub-ის ერთერთი პროექტი. HR hub-ი არის HR მენეჯერების უმსხვილესი გაერთიანება საქართველოში. ჩვენ 2015 წლიდან ვქმნით პროექტებს, რომელთა მისიაც არის, შევუწყოთ ხელი ადამიანური რესურსების მართვის სფეროს განვითარებას, დასაქმებას და ამ გზით შევუწყოთ ხელი ქვეყანაში სტაბილური სამუშაო გარემოს არსებობას.
2015 წლიდან დღემდე ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტს, რომელიც HR სფეროს განვითარებას ემსახურება. რადგან HR hub-ი ძალიან დიდი გაერთიანებაა, ყველა ინფორმაცია, რაც დასაქმებასა და აღნიშნულ სფეროს უაკვშირდება, ჩვენთან იყრიდა თავს და ამიტომ შევქმენით HRhub.gebრომელიც მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკურიპორტალი”, – ამბობს ანა.
როგორც ის აღნიშნავს, gasaubreba.ge სრულიად განსხვავებული კონცეფციის მქონე პორტალია.
“ახლა, პანდემიის პერიოდში ჩვენ დავამატეთ კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს გახლავთ gasaubreba.ge ის არის განსხვავებული კონცეფციის პორტალი. HR მენეჯერები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ დასაქმების ჩვეულებრივ, სტანტარტულ პორტალებზე აღარ არის დიდი დაინტერესება კანდიდატების. ამიტომ, ჩვენ შევეცადეთ, შეგვექმნა განსხვავებული კონცეფციის პლატფორმა, რომელიც დაეხმარება კომპანიებს, იპოვოს სასურველი კანდიდატები, კანდიდატებს კი დაეხმარება, იპოვონ მათთვის სასურველი სამსახური.
ბაზარზე დიდი შეუსაბამობაა, რადგან, მაგალითად, 2021 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 3.8 %-ით. უმუშევრობა ქვეყანაში არის 22.1 პროცენტი, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. ამ გარემოების ფონზე, HR მენეჯერები ჩვენთან საუბრობენ, რომ უჭირთ ვაკანტური პოზიციებისშევსება”, – ამბობს ანა და gasaubreba.ge-ს უპირატესობებზე ამახვილებს ყურადღებას.
“ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, რომ შეგვექმნა gasaubreba.ge, რომელსაც აქვს მარტივი და განსხვავებული კონცეფცია. განსხვავებული გულისხმობს შემდეგს – კანდიდატებს ჰქონდეს მაქსიმალურად სწრაფად წვდომის შესაძლებლობა დასაქმებასთან დაკავშირებით. ასევე, დამსაქმებლებსაც ძალიან სწრაფად სჭირდებათ კადრები. ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს, რომ სწრაფად დაუკავშირდნენ კანდიდატებს და დაასაქმონ ისინი. კიდევ არის შემდეგი მომენტი – თვითონ კანდიდატს შეუძლია, რომ ჩაუნიშნოს გასაუბრება დამსაქმებელს და არა – პირიქით. ჩვენ ლოდინის ეტაპი შევამცირეთ მაქსიმალურად”, – განმარტა ანა ნავდარაშვილმა “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.