ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს სტანდარტს უწუნებს და ამბობს, რომ ქართველი ელჩის ბრიუსელში დაბარებით, “დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ ასცდა”.
“ის, რომ ჩვენი მეგობრები ინტერესდებიან ასეთი ფაქტებით, აბსულუტურად ბუნებრივია. როდესაც არის ნიშნები იმისა, რომ შეიძლება ვიღაც ვიღაცას უსმენდეს უკანონოდ, რა თქმა უნდა, ამით ჩვენი მეგობრები დაინტერესდებოდნენ.
რაც შეეხება ელჩის განცხადებას, მე არ ვარ დიპლომატი და შეიძლება, ვერ ვერკვევი ბოლომდე ამ საკითხებში, მაგრამ დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ იყო აცდენილი, მითუმეტეს ამ წინასაარჩევნოდ”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.