„სააკაშვილი საქართველოში არ არის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
ის ექსპრეზიდენტს კლოუნს უწოდებს და ამბობს, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა მისი არასერიოზულობა.
„ნეტა ყოფილიყო საქართველოში. ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში. მათ შორის, პოლარიზაციის კუთხით. მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მისი ვიდეო საქართველოში არაა ჩაწერილი. ეს არის ის, რაც თამამად შემიძლია გითხრათ. როდესაც ხალხმა გაიგო, რომ ეს კლოუნი საქართველოშია, უფრო მეტად მობილიზდნენჩვენი მხარდამჭერები, მაგრამ სამწუხაროდ, სააკაშვილი საქართველოში არ არის. შესაბამისად, ამ კლუნის დაჭერა ცოტა ხნით გადაიწევს, თუმცა, კანონი, საბოლოოდ, მაინც აღსრულდება. ეს სცენარი არის თავიდან ბოლომდე კლოუნადა. საზოგადოებას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, მაგრამ, ამასთან ერთად – 2 ოქტომბერს სრული მობილიზაციისკენ. იმისთვის, რომ ეს კლოუნადა დასრულდეს, 25%-ც არ უნდა აიღონ. რაც შეეხება ვიდეოს; თავიდან გვეგონა DeepFake-ისტექნოლოგია, თუმცა, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა ბევრად უფრო მარტივი ტექნოლოგია. ძალიან მარტივი „ფეიკია“, რომელიც მიხეილ სააკაშვილისგან არავის უკვირს“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.