მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ბიზნესის წარმომადგენლების თხოვნა არ გაითვალისწინა და რესტორნებში, კაფეებსა და სხვა დაწესებულებებში შესვლა აუცრელ მოქალაქეებს არ აუკრძალა, ეს გადაწყვეტილება თავად ობიექტებმა მიიღეს.
1-ელ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დაწესებულებების ნაწილი მხოლოდ აცრილ, ანტიგენი ან PCR ტესტის მქონე სტუმრებს უმასპინძლებს. “თანამშრომლებიც, რა თქმა უნდა, აცრილი დაგხვდებათ,” – წერია რესტორნების Facebook-გვერდებზე.
გთავაზობთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც აუცრელი პირები ვერ მოხვდებიან:
- “შავი ლომი”
- “ლეილა”
- “ნინიას ბაღი”
- ფიტნეს კლუბი “წრე”
- Barex italiana Georgia / ბარექსიტალიანა საქართველო
- “ბექას სკოლა”