უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმიხეილ სააკაშვილის დაკავებას პირადად ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინაში დაბრუნდეს.
როგორც ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, აღნიშნულ საკითხში იქნება ჩართული ყველა – როგორც ელჩების ისე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.
“მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი სისტემატურად დაკავებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებით. სხვადასხვა ხერხებით, რომლებიც გამაჩნია, რომლებსაც ჩემი ძალაუფლება მაძლევს. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება. და ყველა ინსტიტუცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საელჩო, რომელიც მუშაობს საქართველოში, ასევე საქართველოს ელჩი, რომელიც უკრაინაში მუშაობს, აგრეთვე მინისტრთა კაბინეტების და პრემიერების დონეზე – ჩვენ ყველა ამით დავკავდებით”, – განაცხადა ვოლოდიმერზელენსკიმ.