“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კახა კალაძე აღიარებს, რომ თბილისში არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გარდაუვალია.
კალაძემ თქვა, რომ მეორე ტურისთვის მზად არის და გამარჯვებაში დარწმუნებულია.
“პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად, 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხეხდა. არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას, რამ გამოიწვია ეს შედეგები. მე პატივს ვცემ ამომრჩეველთან ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას. შეიძლება, მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება მუშაობის პროცესში ყველა საკითხზე ვერ გავამახვილე შესაბამისი ყურადღება, ამისთვის ბოდიში, მაგრამ ვიმეორებ, მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების თანადგომით, ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას”, – თქვა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისში ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, მმართველი გუნდის კანდიდატმა კახა კალაძემ ხმათა 45.31% მიიღო, ხოლო ოპოზიციის შეთანხმებულმა კანდიდატმა, ნიკა მელიამ – 34.21%. მესამე ადგილს პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია იკავებს.