მოგეხსენებათ, ძალიან რთული წინასაარჩევნო პერიოდი გვქონდა, მთელი ღამე არ გვძინებია. ჯერ კიდევ ამ ემოციებში ვართ, დავისვენებთ 1-2 დღე და გუნდთან ერთად დავიწყებთ მუშაობას კონკრეტულ გეგმებზე.
იმედის ეთერში თქვა გორის მერობის კანდიდატმა ქართული ოცნებიდან ლადო ხინჩეგაშვილმა, რომელმაც წინასწარი მონაცემებით, პირველივე ტურში მოიგო. მას წამყვანმა ჰკითხა, თუ რითი დაიწყება მისი სამუშაო?