მინდა, პირველ რიგში, ჩვენს მოსახლეობას მივულოცო არჩევნების წარმატებულად ჩატარება. არჩევნები ჩატარდა წარმატებულად მშვიდ, სამართლიან გარემოში და საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან ცალსახად პოზიტიურად შეფასდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ მთელი საქართველოს მასშტაბით დამაჯერებლად გაიმარჯვა და 47%-იანი შედეგით კიდევ ერთხელ მოიპოვა მოსახლეობის ნდობა და მართვის მანდატი. ამისთვის მინდა, ჩვენი გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისა და მართვის მანდატის დამტკიცებისთვის. დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.