უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. ვოლოდიმირზელენსკის თქმით, ის ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, რაც მის ძალაუფლებაშია.
„ყველა ინსტიტუცია, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩვენი საელჩოებს ჩათვლით, რომლებიც მუშაობენ საქართველოში და საქართველოს ელჩის დონეზეც, რომელიც მუშაობს უკრაინაში, ჩვენი მინისტრთა კაბინეტებისა და პრემიერ-მინისტრების საუბრების დონეზე, ყველანი ვიქნებით ამით დაკავებულები“, – განაცხადა ზელენსკიმ სპეციალურ ვიდეომიმართვაში.