სამართლიანობა მოითხოვდა იმას, რომ კახა კალაძეს მოეგო პირველ ტურში, თუმცა საბოლოო ჯამში სხვანაირად გადანაწილდა შედეგები და ამის მიზეზი სხვადახვა ფაქტორია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა“.
მისი თქმით, კახა კალაძე არის ყველაზე პოპულარული, მაღალრეიტინგული პოლიტიკოსი, მათ შორის თბილისში.
„თუმცა იცით რომ არჩევნებში პერსონალური ნდობა და პოპულარობა ყოველთვის პირდაპირპროპორციულად არ აისახება ხოლმე. ეს არის მოცემულობა, მაგრამ თქვენ იცით, რამხელა სხვაობაა კახა კალაძესა და მის ოპონენტს შორის. ამიტომ მე და ყველა, დარწმუნებული ვართ, რომ კახა კალაძე არჩევნების მეორე ტურს მარტივად მოიგებს. შესაბამისად კახი კალაძეს ექნება იმ პროექტების განხორციელების საშუალება, რომელიც მან წარადგინა მისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისში 767 უბნის მონაცემები. პირველ ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე 44,97 %-ით, მეორეზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია 33,98 %-ით.