საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „პლანეტის ზურგზე ვინც არ უნდა სთხოვოს ხელისუფლებას, სააკაშვილის გამომშვები არავინაა“. როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს სრულად მოიხდის.
„სრული პასუხისმგებლობით მინდა, გითხრათ – სააკაშვილი სრულად მოიხდის სასჯელს. დღეის მდგომარეობით მას აქვს 6 წელი მისჯილი, ბოლო ინსტანციით არის გამყარებული მისი ეს ბრალი და სასჯელი… ნებისმიერი ადამიანი პლანეტის ზურგზე რომ ჩამოვიდეს და გვთხოვოს, გვითხრას, მოგვიწოდოს, სააკაშვილის გამომშვები დღეს ხელისუფლებაში არც ერთი არ არის.