Facebook-ის შემქმნელის მარკ ცუკერბერგის ქონება თითქმის $7 მილიარდით შემცირდა და $115,8 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ Forbes წერს.
სოციალური ქსელის აქციები ერთბაშად 5%-ით გაუფასურდა. Facebook-ი უკვე რამდენიმე საათია მიუწვდომელია.
Facebook-მა კომპანიის კუთვნილ სოციალურ ქსელებში გლობალურ შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
დღეს საღამოს კომპანია Facebook-ის კუთვნილ აპლიკაციების, Facebook-ის, Messenger-ისა და Instagram-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა.