რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რა არის პატრიარქის გზავნილი სააკაშვილისადმი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ იტყვის.
მისივე განმარტებით, პატრიარქის კურთხევა აქვს ციხეში შესვლასთან დაკავშირებით
„შევალ, მოვინახულებ და როცა გამოვალ, გეტყვით“- აცხადებს დეკანოზი.
ამ წუთებში იგი რეგისტრაციას გადის ციხეში შესასვლელად.
მასალა მოამზადა თორნიკე ყრუაშვილმა