2020 წლის მდგომარეობით, საქართველოშისიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფიმოსახლეობის წილი 21,3%-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ყოველი მე-5 მოქალაქე უკიდურესგაჭირვებაში ცხოვრობს. საუბარია დაახლოებით800 ათას ადამიანზე, რომელთა შესახებაცკვლევას საქსტატი აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომეს მაჩვენებელი ბოლო 2 წლის მაქიმუმზეა — სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფიმოსახლეობის წილი 2018 წელს 20,1%, ხოლო 2019 წელს 19,5% იყო.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ სიღარიბის ზღვარსქვევით სოფლად მცხოვრებთა 27,5%, ხოლოქალაქების მაცხოვრებლების 17,1%-ია. ანგარიშისმიხედვით, სიღარიბე ყველაზე მაღალი 0-17 ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებს შორის არის— ასეთი ამ ასაკის მოსახლეობის 26,4%-ია.
სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარიმიზეზი უმუშევრობაა. ამ კუთხით მდგომარეობაკიდევ უფრო დაამძიმა პანდემიით გამოწვეულმაეკონომიკურმა კრიზისმა. ოფიციალურიმონაცემების მიხედვით,2020 წელს უმუშევრობის დონე 18,5%-მდე გაიზარდა. ეს მონაცემიგაზრდილია 2021 წლის პირველ კვარტალშიც, ამ პერიოდში უმუშევრობამ თითქმის 22%-ს მიაღწია, რაც ბოლო წლების მაქსიმალური მაჩვენებელია.
სოციალური მომსახურების სააგენტოსინფორმაციით, 2020 წელს ყოველთვიურადშემწეობას საშუალოდ 484 ათასი ადამიანიიღებდა. მიმდინარე წლის მარტისმდგომარეობით, შემწეობის მიმღებისაქართველოში მცხოვრები 151 ათასიოჯახია.ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბენეფიციართა რაოდენობა 83 296 ადამიანით გაიზარდა და 541 764 შეადგინა.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა