ბათუმში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ სამი გარდაცვლილი ამოიყვანეს. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამი გარდაცვლილიდან ერთი ბავშვი და ორი მამაკაცია.
მანამდე ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს.