ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
როგორც გრიგოლია განმარტავს, ნამდვილად მძიმე მოსასმენი იყო შვილმკვდარი მამის კომენტარი, რომელიც “ტვ პირველის” ჟურნალისტმა ჩაწერა.
ინგა გრიგოლია ასევე აღნიშნავს, რომ მსგავს ჟურნალისტიკას ემიჯნება.
“ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ჭირისუფალს მიკროფონით დავადგე და კომენტარი ვთხოვო. ეს იმ რეაქციის პასუხად, რაც ტვ ,,პირველის,, ჟურნალისტის სინქრონს მოყვა.. იმის მიუხედავად, რომ ერთ ტელევიზიაში ვმუშაობთ მე და ის ახალგაზრდა ჟურნალისტი, ცალსახად ვემიჯნები ასეთ ჟურნალისტიკას.
მთავარმა პროდუსერმა განმარტა, რომ შვილებგარდაცვლილ მამასთან ეს კომენტარი მაშინ ჩაწერა რეპორტიორმა, როცა არც მისი მეუღლე იყო გარდაცვლილი და არც ბავშვები ნაპოვნი. ვიდარდე მთავარი პროდუსერის ნაცვლად, რომელიც ორი დღეა,უაღრესად მაღალი პროფესიონალიზმით და ცრემლიანი აშუქებდა ბათუმის ტრაგედიას და ისიც ფაქტის წინაშე აღმოჩნდა. ისე ვწუხვარ..ისე. მე არ მომწონს და ვნერვიულობ ასეთ მუშაობაზე. ძალიან მძიმე საყურებელი იყო, მოვკვდი ნერვიულობით და რადგან ჩემი არხის მიკროფონი იყო, მე ვუხდი ბოდიშს მაყურებელს!! ბოდიშს გიხდით ყველას, ვინც ასე გაგანერვიულათ ამ კომენტარმა (მეც მაყურებლის პოზიციიდან ვნახე)….. მხოლოდ ერთს ვიტყვი, ის ხალხი მაინც ნუ დაგვაბულინგებთ, ვინც ბარბარე რაფალიანცის სიკვდილს აშუქებდით ისტერიულად და დედამისს თუ სხვა პოლიტიკოსებს თხრიდით პირში მიკროფონებს და მკვლელად აცხადებდით ადამიანს, რომელიც სრულიად უდანაშაულო იყო ამ ტრაგედიაში. იმის მიუხედავად, რომ მე არაფერ შუაში ვარ ამ ინტერვიუსთან, მილიონ ბოდიშს გიხდით, როგორც ტვ ,,პირველის,, თანამშრომელი.”-წერს ინგა გრიგოლია.